აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

არქივს ელგუჯა მეძმარიაშვილის პირადი ფონდი შეემატა

31 მარტი, 2017

2017 წლის 30 მარტს, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველომ შეხვედრა მოუწყო   პირველი ქართველი კოსმოსური ობიექტის გენერალურ  კონსტრუქტორს - საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს,  სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, გენერალ-მაიორს ელგუჯა მეძმარიაშვილს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები დედაქალაქიდან, ბათუმის სხდასახვა სახელმწიფო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

საღამო გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი.  

მოხსენებებით გამოვიდნენ განყოფილების უფროსები, თამაზ ფუტკარაძე და მაია  რურუა.   

მისასალმებელი  სიტყვით   გამოვიდნენ: ნოდარ წიგნაძე, რამაზ სურმანიძე, ამირან კახიძე, მზევინარ ქიქავა, ზურაბ კალანდარიშვილი, მირანდა გორგოშაძე, მედეა კეშელავა, ელგუჯა გოგიბერიძე, გურანდა შამილიშვილი.

დასასრულს, დამწრე საზოგადოებას მიმართა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, რომელმაც საარქივო სამმართველოს სახელმწიფო შენახვაზე გადასცა პირადი ფონდის მასალები.  

ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები