აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა უმაღლეს საბჭოს ანგარიში წარუდგინა

31 მარტი, 2017

დღეს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ, სამინისტროს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამებსა და ცალკეულ სფეროებში გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების ბიუჯეტი განისზღვრა 2 732 171 ლარით. 2016 წელს რეგიონში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებისა და ფერმერების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად სამინისტრომ განახორციელა 3 პროგრამა, რომელიც მოიცავდა 8 ქვეპროგრამას. პროგრამები ორიენტირებული იყო სოფლად ახლი ტექნიკის მიწოდებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდაზე.

2016 წელს ციტრუსის ექსპორტის და გადამუშავების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ექსპორტირებულია 30 000 ტონამდე ციტრუსი და გადამუშავებულია 15 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი. ციტრუსის ჩაბარების მიზნით რეგიონში 27 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებდა, 27 საწარმოდან 4 მსხვილი ქარხანაა, ხოლო დანარჩენი 23 საშუალო და მცირე სიმძლავრის საწარმოებია. მიმდინარე წელს განხორციელდა მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე გაცემული იქნა 10 თეთრი, ხოლო 10 თეთრს იხდიდა საწარმო. შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი შეადგენდა 20 თეთრს.

საანგარიშო პერიოდში სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა გაძლიერებული სტრუქტურის შემუშავებას ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნის გზით, როგორიცაა: აგრარული დარგის განვითარების დეპარტამენტი, სოფლის განვითარების დეპარტამენტი, პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, აგროპროექტების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური. სამინისტრო 2017 წელს შეუდგა აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გამოცხადებული პოლიტიკის შესრულებას.

2017 წელს მიმდინარეობს შემდეგი პროგრამების და ქვეპროგრამების განხორციელება: ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობა, სასათბურე მეურნეობების განვითარება, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა, აგრარული ექსტენციის მიწოდება, აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგია, სანერგე მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა, სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება და მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის, ზემოთ აღნიშნული პროგრამების /ქვეპროგამების ბიუჯეტი 2017 წელს განისაზღვრა 9 165 520 ლარით.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები