აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტული პოტენციალი კიევის ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

31 მარტი, 2017

აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი ვიზიტორები ეცნობიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე UITT-Kiev 2017» არის წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უკრაინაში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და ქობულეთის გამგეობის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპატამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები  სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც უკრაინაში აჭარის რეკლამირებისთვის ეფექტური გზები განიხილეს. 

უკრაინა აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით უკრანას მესამე ადგილი უჭირავს. 2016 წელს, რეგიონს 45 239 უკრაინელი ტურისტი სტუმრობდა. რაც ნაწილობრივ უკრაინიდან ბათუმის მიმათულებით არსებული ფრენების დამსახურებაცაა. მიმდინარე წელს, ავიაკომპანია „იან ეარი“ პირდაპირ ფრენებს კიევიდან ბათუმის მიმართულებით 15 აპრილიდან განაახლებს, რასაც ივნისიდან ოდესა-ბათუმის მიმართულებაც დაემატება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში მარკეტინგულ კამპანიებს 2011 წლიდან ხორციელებს. მიმდინარე წელსდეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას უკრაინაში აპრილიდან დაიწყებს. 


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები