აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურში ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა

03 აპრილი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მახინჯაური-მიქელაძეების კმ0+500, კმ0+580, კმ0+680, კმ1+400, მახინჯაური-გოგირდის აბანოები-ზედა განთიადი კმ1+400, ჭოროხის ხიდი-მახო-ზანაქედი კმ2+450, განთიადი-ზედა განთიადი კმ2+400, კაპრეშუმი-განთიადი კმ1+100  მონაკვეთებზე საყრდენი კედლების მოწყობის  სამუშაოები დაათვალიერა. ამ მიმართულებებზე  სამუშაოებს  დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიგა 2015“ ასრულებს და მათ განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 64176 ლარი; ომბოლოს გზა კმ0+200 სამუშაოები შ.პ.ს „ნია“-მ შეასრულა რომლის ღირებულებამ 15 571 ლარი შეადგინა; 31 დეკემბრის ქუჩა-ფერია-მნათობი კმ1+200, საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხანა-ჩელტა კმ2+200, ფერია-ესელიძეები (შარაძეს სახლი) კმ1+100 კი შ.პ.შ. „გორა+“-მა განახორციელა რაზეც ბიუჯეტიდან 15 209 ლარი იყო გამოყოფილი. არჩილ ჩიქოვანს აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიაწოდა. აღნიშნული ღონისძიებებით გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი და გამყარდება ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 27კმ-მდე ასფალტობეტონის საფარის და 53 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი.

კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები