აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2017 წლის პროგრამების გაცნობა ხულოში

04 აპრილი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ხულოს მოსახლეობას  მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობა, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობა,  რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, სასაკლაო მეურნეობის მომსახურეობის  სუბსიდირების პროგრამა - ეს ის ძირითადი პროექტებია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ხორციელდება.

მიმდინარე  წელს ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალპროდუქტიული კარტოფილისა და  ნიორის სარგავი მასალის, სასუქებისა და ერბიციდების აგრომეწარმეებზე და ფერმერებზე მიწოდება ხდება.  ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების  პრინციპით ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მიეწოდება 101,5 ტ - კარტოფილის სარგავი მასალა, 48 ტ - ნიორის სარგავი მასალა, 15,250ტ - მინერალური სასუქი, NPK – 18,3 ტ, 197,5 ტ -  ორგანული სასუქი, 256 ლ - ჰერბიციდი. მოქალაქეები პროექტში მონაწილეობას 30%-იანი თანამონაწილეობით შეძლებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მოეწყობა მომსახურეობის ცენტრი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფერმერების მიერ წარმოებული ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა.

შეხვედრას ფერმერებთან ერთად ქედა-შუახევი-ხულოს გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტი ანზორ ბოლქვაძე და უმაღლეს საბჭში ხვიჩა შარაშიძე, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და ბუნების დაცვის საკითხთა კომისიის წევრები გიორგი რომანაძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

სამინისტროს მხრიდან მსგავსი შეხვედრების გამართვა სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები