აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება

04 აპრილი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყებს. სასტუმრო „რედისონში“ პროექტის პრეზენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონმა“ გამართა. შეხვედრა აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მალე ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება. ჩვენ ეს პირობა სასპორტო სკოლის უკან ორ სპორტული ცენტრში არსებულ სპროტულ სახეობებს მივეცით და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. მალე თითოეული სპორტის სახეობა, რომელსაც დღეს დამსწრე საზოგადოება წარმოადგენთ, ახალ ძალიან მაღალი დონის სპორტულ კომპლექსში განაგრძობს საქმიანობას, რაც ამ პროცესს ბუნებრივია კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენთვის სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ კუთხით აჭარაში არაერთი პროექტი ხორციელდება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას" - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება: სპორტული ტანვარჯიში; მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის ტერიტორიის პრივატიზება განახორციელა, რომელშიც შპს „ორბი ჯგუფი“ 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. სანაცვლოდ სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები