აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

04 აპრილი, 2017

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.დღეს,სასტუმრო „რედისონში“ პროექტი სპორტის სფეროში მოღვაწეებს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონმა“ წარუდგინა. პროექტი შესრულებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით. პრეზენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი ესწრებოდნენ.

ახალი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება:სპორტული ტანვარჯიში; მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

ამ პერიოდისთვის სხვადასხვა სპორტული სახეობების ალტერნატიული დარბაზების მოწყობა უკვე დასრულებულია. სპორტული ფედერაციები თავიანთ საქმიანობას ახალ, გარემონტებულ შენობებში ახორციელებენ.

პროექტის ავტორებმა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს.უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის ტერიტორიის პრივატიზება განახორციელა, რომელშიც შპს „ორბი ჯგუფი“ 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. სანაცვლოდ სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები