აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქობულეთში აგრო-მარკეტი გაიხსნება

05 აპრილი, 2017

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ვაზის და ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ანგარში აგრო-მარკეტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და ა.(ა)ი.პ.  აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ადგილზე გაეცნენ.

1000 კვ.მ. ფართში სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებულ ადგილობრივ მწარმოებლებს და სადისტიბუციო კომპანიებს საშუალება მიეცემათ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება. ასევე სანერგეს ტერიტორიაზე განახორციელონ სადემონსტრაციო პროექტები და ჩაატარონ ტრეინინგები, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით.

აგრო მარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები, რაც ფერმერებს დაეხმარებათ თავიანთი მეურნეობების უკეთეს მართვაში.

ამავე ანგარში 300 კვმ.-ზე მოეწყობა აგრომომსახურების ცენტრი.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები