აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულა

05 აპრილი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მოადგილე ავთანდილ მესხიძესა და ა.ი.პ. აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელ გოჩა ბერიძესთან ერთად გვარაში სამინისტროს მიერ შექმნით სასათბურე მეურნეობას ეწვია. მეურნეობაში ზევას, პოლიანას და კაროლინას ჯიშის ჟოლოს სადემონსტრაციო ნერგები გასული წლის ბოლოს დაირგო.

საცდელ-სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობაში მოყვანილ ჟოლოს 7-8 თვიანი მსხომიარობა ექნება. სასათბურე მეურნეობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა.ი.პ. აგროსერვის ცენტრის დაქვემდებარებაშია.

მინისტრი ასევე აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს სტუმრობდა. ღვინის სახლში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოყვანილი ყურძნისგან მზადდება ღვინო.

შენობაში ტერიტორიაზე წარმოდგენილია აჭარის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ყოფის ნიმუშები, მოწყობილია საგამოფენო სივრცე, სუვენირების შესყიდვის კუთხე და მარანი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო- სადემონსტრაციო სანერგეში 7 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. კერძოდ, კი 25 მდე ვაზის ქართული და უცხოური სასუფრე-საღვინე ჯიშები, ასევე ვაშლის, მსხლის, ბლის, ატმის, მოცვის, ხურმის, აკტინიდიის, ფეიხოას, ქლიავის, ზეთისხილის და კაკლის ნერგები.

სანერგეში პერსპექტიული ჯიშების ადგილზე გამოსაყვანად და გასამრავლებლად ორგანიზაციაში გახარებულია 2500 ძირამდე ვაშლისა და ვაზის საძირეები.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები