აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ბათუმში

07 აპრილი, 2017

ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალზე ადგილობრივი წარმოების თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზპროდუქტებით მომზადებული კერძები.
ფესტივალის ორგანიზებას ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯი”, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა უწევდნენ. 
2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აკვაკულტურის წლად არის გამოცხადებული. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. რეგიონში არსებულ 27 საკალმახე მეურნეობისთვის შედგენილია ექსტენციის პროგრამა. დაგეგმილია მიმდინარე წელს გაკეთდეს თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია. 
2013 წლიდან მიმდინარეობს სხვა და სხვა პროექტების (გაეროსა და ენპარდის პროგრამების ფარგლებში) იმ კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლებიც დაინტერესებული არიან მეთევზეობით. მათ შორის 3 კოოპერატივს გადაეცა ცოცხალი თევზის გადაყვანსთვის სპეციალური ტექნიკა. თითოეული კოოპერატივი აერთიანებს არაუმცირეს 5 თევზსაშენ მეურნეობას.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები