აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს პროგრამების გაცნობა შუახევში

07 აპრილი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ შუახევის მოსახლეობას მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 
 მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას. აღნიშნული ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა.
აღნიშნული ქვეპროგრამისთვის ბიუჯეტიდან 2 644540 ლარია გათვალიწინებული. 
კიდევ ერთი პროგრამა, რომელითაც შუახევის მოსახლეობა ისარგებლობს მაღალეფექტური მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშერწყობაა. ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით მიეწოდებათ პერსპექტიული ჯიშის ნერგები (სულ 25 344 ძირი).
დღეის მდგომარეობით შუახვის მუნიციპალიტეტში გაცემულია კაკლის 4072 ძირი ნერგი. 
შუახევის მცხოვრებ ფერმერებს ასევე საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კარტოფილისა და ნიორის სარგავი მასალის პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერებს A კლასის ჰოლანდიური კარტოფილის სარგავის მასალის გარდა გადაეცემათ სასუქი და ჰერბიციდები. 
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თანადაფინანსების პრონციპით 101.5 ტ. - კარტოფილის სარგავი მასალის, 48 ტ. - ნიორის სარგავი მასალის, 15.250 ტ. - მინერალური სასუქის, 18.3 ტ. – NPK-ს, 197.5 ტ. ორგანული სასუქის, 256 ლ. ჰერბიციდის დარიგება. 
შუახევის მუნიციპალიტეტში სარგავი მასალის დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება. 
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კუთხით ანხორციელებს ექსტენციას (ხელოვნური განაყოფიერება), მათ შორის შუახევშიც და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული სერვისის ღირებულება შეადგენს 10 ლარს.

შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრის" დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები