აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

07 აპრილი, 2017

დღეს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციის ორგანიზებით, 6 მაისის პარკში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტის  პროპაგანდა ჯანსაღი ფსიქიკისა და ენერგეტიკული აქტიურობის შესანარჩუნებლად.

სპორტულ ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემა და ყურადღებას ამახვილებს მის გადაჭრის გზებზე.    წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია.

დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ეხება ნებისმიერი ასაკის თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანს. იგი იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და ზემოქმედებს ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარზე;

·         მსოფლიოში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით

·         დეპრესია უნარშეზუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია

·         ქალები, კაცებთან შედარებით, მეტად იტანჯებიან დეპრესიით

·         დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია

·         იგი  სიკვდილობის  მეორე   წამყვანი მიზეზია 15-29 წლის ასაკში.

მარტივი აერობიკა, გიმნასტიკა, იოგა და სეირნობა დეპრესიის პერევენციის ერთ-ერთი საშუალებაა.

დეპრესიის, მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს  სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ზრდას.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები