აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

საერთაშორისო სიმპოზიუმი

07 აპრილი, 2017

ბათუმი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მასში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის  ოჯახის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ემერჯენსის ექიმები მონაწილეობენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ: „დღევანდელი სიმპოზიუმის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისათვის. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და  ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შექმნასჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში პირველად ჯანდაცვას მართლაც განსაკუთრებული როლი ეკისრება. ამისათვის საჭიროა ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. მინდა წარმატებები ვუსურვო სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს. იმედი მაქვს ბათუმში ყოფნის დღეები ყველა თქვენგანისათვის სამახსოვრო და ნაყოფიერი იქნება!“ -აღნიშნა მინისტრმა.

სიმპოზიმზე, „პირველადი ჯანდაცვა საქართველოში“ - მოხსენება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთ. სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელმა ლიკა თევზაძემ წარადგინა.

სიმპოზიუმში, ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა სამედიცინო გაერთიანებების ხელმძღვანელები.

გაიმართება ქართველი და თურქი ოჯახების ექიმების, გადაუდებელი მედიცინის სამსახურების სიმპოზიუმები, რომლის ფარგლებშიც მოხდება გამოცდილებისა და დანერგილი სიახლეების გაზიარება.

კონგრესი 9 აპრილს დასრულდება.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები