აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საჯარო სკოლებში წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

08 აპრილი, 2017

2017 წლის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით მოხდება სულ 32 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია სულ 6 მილიონ ლარზე მეტი, რომელთა ნაწილზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, ნაწილზე გამოცხადებულია ტენდერები, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები. შესაბამისად ობიექტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიზანია რაც შეიძლება მოკლე დროში, სამშენებლო ნორმების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები.

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები სულიკო თებიძე და მირიან ქათამაძე ქ. ბათუმის N14 და N28 საჯარო სკოლებში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

ბათუმის N14 საჯარო სკოლაში პროექტის მიხედვით დაგეგმილია - არსებული სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა, დაზიანებული ფასადის სრული რეაბილიტაცია, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და სააქტო დარბაზის მოწყობა.

ბათუმის N28 საჯარო სკოლაში დაწყებულიი არსებული სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა. ასევე, განხორციელდება დაზიანებული ფასადის სრული რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა.

სამინისტროს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის ხელმძღვანელის, მინისტრის მოადგილის მირიან ქათამაძის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციის პროცესი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა პროგრამა ორი მიმართულებით გაიწერა. ძირითადი ეს არის ფუნდამენტური რეაბილიტაცია და შიდა სამუშაოები და ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა და აღჭურვა. მნიშვნელოვანია რომ სკოლები, რომლებიც სამინისტროს დაფინანსებით აშენდება და რეაბილიტირდება უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ, მშენებლობის ხარისხითა და კომფორტულობით. ახალი სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებს და მორგებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს.

ქვეპროგრამის - ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - შპს ,,მარეთი 777“, გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმის N14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 177 777 ლარი. ხოლო, ბათუმის N28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებაზე - შპს ,,მეფური“ გაფორმდა ხელშეკრულება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 62 000 ლარი.

ამ პერიოდისათვის სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. 


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები