აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

09 აპრილი, 2017

აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 
ბათუმის ბულვარში, 9 აპრილის მემორიალთან გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, ბათუმის საკრებულოს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომდგენლებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ამ დღის როლთან დაკავშირებით ისაუბრეს. 
ზუსტად 28 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები