აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ამაგის წევრებთან

09 აპრილი, 2017

 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ამაგის „აკავრეთა 2017“-ს წევრებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნული ამაგი ქედის რაიონის სოფელების აქუცას, ოქტომბრის, შევაბურის, ძენწმანის, კუჭულას, მეძიბნას, აგოთას, გოგინიძეების, მერისის, სიხალიძეების, გარეტყეს, გუნდაურის, სილიბაურის, ნამონასტრევის და ინაშარიძეების წარმომადგენლებისგან შეგდება.

მინისტრმა გაერთიანების წევრებს ამაგის ფუქციისა და როლის შესახებ ესაუბრა.   

აჭარის რეგიონში, სოფლებში და სოფლის ტიპის დასახლებებში წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიული ერთეულების ჭრილში დასრულდა აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების  (ე.წ. ამაგ-ების) შექმნა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას წარმართავს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლის განვითარების პოტენციალის გამოვლენისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით.

ა.მ.ა.გ.-ების, როგორც ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შექმნა, ხელს შეუწყობს სამინისტროსა და ადგილობრივ ფერმერთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, თანამშრომლობის განმტკიცებას, აგრარულ დარგში ჩართული ინსტიტუციების მოზიდვას, ფერმერთა ექსტენციის გაძლიერებას, კონსულტაციებსა და სხვა ინსტრუმენტებზე წვდომას, რომლებიც აუხილებელია სოფლისა და დარგის განვითარებისთვის.

....- დაკომპლექტებულია შემდეგი წესის დაცვით:

·         მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არა ნაკლებ 30%;

·         18-30 წლის ასაკის წარმომადგენელი არანაკლებ 20%;

·         საჯარო მოხელეთა რაოდენობა არაუმეტეს 30%.

 სულ რეგიონში შექმნილია 46 ამაგი, მათ შორის 6 ამაგი ქედის მუნიციპალიტეტში, 13 ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 4 შუახევის მუნიციპალიტეტში,  15 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხულოს მუნიციპალიტეტში - 8  ამაგიამაგებში 702  წევრია.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები