აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი

07 აპრილი, 2017

დღეს, ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე ადგილობრივი წარმოების თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზპროდუქტებით მომზადებული კერძები.

ფესტივალს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

ფესტივალის ორგანიზებას ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯი”, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა უწევდნენ.

2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აკვაკულტურის წლად არის გამოცხადებული. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. რეგიონში არსებულ 27 საკალმახე მეურნეობისთვის შედგენილია ექსტენციის პროგრამა. დაგეგმილია მიმდინარე წელს გაკეთდეს თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია.

2013 წლიდან მიმდინარეობს სხვა და სხვა პროექტების (გაეროსა და ენპარდის პროგრამების ფარგლებში) იმ კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლებიც დაინტერესებული არიან მეთევზეობით. მათ შორის 3 კოოპერატივს გადაეცა ცოცხალი თევზის გადაყვანსთვის სპეციალური ტექნიკა. თითოეული კოოპერატივი აერთიანებს არაუმცირეს 5 თევზსაშენ მეურნეობას.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები