აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

09 აპრილი, 2017

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორილები ყვავილებით შეამკეს.

მინისტრი ზაალ მიქელაძე მემორიალთან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო მინისტრის მოადგილეები ქ. ბათუმში იმყოფებოდნენ.

9 აპრილის მემორიალთანასევე, იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. შესრულდა ქართული საგალობლები, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად გადაიხადეს პანაშვიდი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები