აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გარდაიცვალა გივი ბერიკაშვილი

10 აპრილი, 2017

არიან პიროვნებები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ისტორიას ქმნიან და სიცოცხლეშივე იმკვიდრებენ განსაკუთრებულ ადგილს თითოეული ადამიანის გულში. ასეთი გახლდათ გივი ბერიკაშვილი, ეკრანისა და სცენის ღიმილი, არაერთი სახელოვნებო პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, მაგრამ ვერცერთი რეგალია ვერ ასახავს იმ სიყვარულს, რომელიც მშობელმა ხალხმა, თაობებმა გამოუცხადა მას.

დღეს საქართველო გლოვობს, რადგან კიდევ ერთმა გამორჩეულმა ადამიანმა გადაინაცვლა ეთერის სამყაროში. ქართულმა თეატრმა და კინომ დაკარგა გამორჩეული მსახიობი და მოამაგე. მის მიერ შესრულებული როლები ოქროს ასოებით სამუდამოდ ჩაიწერა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და მემკვიდრეობად დარჩა მომავალ თაობებს.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები