აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თურქეთში დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

11 აპრილი, 2017

თურქეთში, . რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები სტაციონარულ მკურნალობას გადიან.

პაციენტები, თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. სამედიცინო ხარჯებს, სრულად თურქული მხარე გაიღებს.

გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდნენ. რეგიონის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

მოვინახულეთ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჩვენი მოქალაქეები. სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ორი პაციენტისა კი შედარებით მძიმე. აქ ყველაფერი კეთდება მათ გამოსაჯანმრთელებლად. თურქული მხარე, კერძოდ რიზეს ჯანდაცვის სამსახური საკუთარ თავზე იღებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. აჭარის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო კი საჭიროების შეემთხვევაში აანაზღაურებს მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ყველა შემდგომ ეტაპს“-განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ დაშავებული პაციენტების მონახულების შემდეგ.

თურქეთში, მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე იმყოფება. რეგიონის წარმომადგენლებმა პაციენტები თურქეთში საქართველოს კონსულთან ავთანდილ მიქაცაძესთან ერთად მოინახულეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს 9 აპრილს მოხდა, რის შედეგად დაშავდა მაღალმთიანი აჭარის 6 მკვიდრი, სამწუხაროდ ერთი მათგანი გარდაიცვალა.

თურქეთში, მინისტრი და მუნიციპალიტეტის გამგებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით იმყოფებოდნენ.

 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები