აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მთავრობის წევრებმა სამი ახალშობილი ტყუპი მოინახულეს

11 აპრილი, 2017

სამი ტყუპი - გაბრიელი, ილია და ლილე სურმანიძეები ქვეყანას 31 მარტს მოევლინენ. ახალშობილების დედად - ელზა თურმანიძე და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

სამი ტყუპი დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს.

მთავრობის წევრებმა სურმანიძეების ოჯახს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3,000 ლარი გადასცეს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ტყუპი - ტყუპისცალზე გაიცემა დახმარება 1000 ლარის ოდენობით. სურმანიძეების სამი ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრმედინაშიდაიბადნენ.

პროგრამის ფარგლებში, თანხა უკვე გაცემულია 16 ოჯახზე, აქედან მხოლოდ ერთი ოჯახია სამი ტყუპით. გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 75 ოჯახზე, გაცემულმა თანხამ შეადგინა 149,000 ლარი.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები