აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა სასათბურე მეურნეობების მფლობელ ფერმერებთან

12 აპრილი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორთან ჯამბულ აბულაძესთან ერთად სასათბურე მეურნეობების მფლობელ ფერმერებს შეხვდა.

მიმდინარე წელს სამინისტრო ანხორციელებს სასათბურე მეურნეობიების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონ 599 ათას 957 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის მიზანია მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიების გამოყენებით სასათბურე სექტორის განვითარება და რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ფუნქციის მინიჭება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასათბურე მეურნეობის ერთიანი სივრცის და საწარმოო რესურსის შექმნა, სადაც განვითარდება მსხვილ სათბურებში ბოსტნეული კულტურების წარმოება. სათბურები აღჭურვილი იქნება ადგილის ლოკალურ პირობებზე მორგებული ეფექტური ტექნოლოგიებით, რომლებიც მოეწყობა აგროპარკ(ებ)ის სახით.

მთლიანობაში სასათბურე  მეურნეობები მოეწყობა   2.5  ჰა-ზედახურულ  გრუნტში  სასოფლო- სამეურნეო წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის ინოვაციური) დანერგვისათვის, უშუალოდ სათბურების მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული იქნება სპეციფიკური კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენება.

2013-2016 წლებში სამინისტროს მიერ გაცემულ იქნა 684 ცალი 50 კვ.. ხოლო 15 ცალი 104 კვ.. სათბური. ასევე სამინისტრომ მოაწყო 4 მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ჯამში სამინისტროს დახმარებით მოეწყო 704 სასათბურე მეურნეობა.

ფერმერების მიერ სამინისტროსგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს 42 სასათბურე მეურნეობა (ქობულეთში 23, ხელვაჩაურში 17, ქედაში 1, ხულოში 1). მათ შორის არის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობები.

 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები