აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 100 წლის ფატყუმე დიასამიძეს 1000 ლარი გადასცა

12 აპრილი, 2017

აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, სამინისტროს 2017 წლის პროგრამის - „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფატყუმე  დიასამიძეს 1000 ლარი გადასცა.

უხუცეს ქალბატონს 100 წელი დღეს შეუსრულდა. მინისტრმა, მას იუბილე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გაგმგებელთან - ნადიმ ვარშანიძესთან ერთად მიულოცა.

ქალბატონი ფატყუმე 11 შვილის დედაა, ჰყავს 16 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი.

 „დღეს, ჩვენ ქალბატონ ფატყუმეს ვეწვიეთ და აჭარის მთავრობის სახელით მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი მივულოცეთ. მიხარია, რომ 100 წლის ასაკში ჯანმრთელად და მხნედ არის. აჭარის რეგიონი გამოირჩევა უხუცესთა სიმრავლით, ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 მოქალაქე ცხოვრობს, 7 მოქალაქეს კი 100 წელი 2017 წლის განმავლობაში შეუსრულდება. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში თითოეულ მათგანს 1000-1000 ლარს გადავცემთ“-განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარებისპროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

რეგიონში ყველაზე უხუცესი ფიქრიე ირემაძეა, მას 112 წელი ივლისში შეუსრულდება, ის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების მკვიდრია.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები