აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

06 აპრილი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ბსუ-ს ეკონომიკის, ტურიზმის და სამართლის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა. ორი საათის განმავლობაში მინისტრმა სტუდენტებთან აჭარის ეკონომიკურ პარამეტრებზე, საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

რამაზ ბოლქვაძის ინიციატივით წარმატებული სტუდენტების სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც მინისტრს სხვადასხვა საკითხებზე თავიანთ ინიციატივებს გააცნობენ. გარდა ამისა 24 აპრილიდან სამინისტროს ყველა დეპარტამენტში დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან.

შეხვედრისას მინისტრმა ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტუდენტების დასაქმების პოზიტიურ მონაცემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დღემდე სამინისტროში შრომითი ხელშეკრულება არაერთ სტაჟიორს, პრაქტიკანტს და ჩვეულებრივ სტუდენტს გაუფორმდა. მინისტრმა სტუდენტებს ბსუს-ს სტუდენტი და პარალელურად სამინისტროს თანამშრომელი კამილა კახიძე გააცნო, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ბიზნეს ფორუმებზე აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინგლისურ და რუსულ ენაზე პრეზენტაციას მართავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სტუდენტებს სამინისტროს ახალ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მიაწოდა ინფორმაცია. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით ბათუმში საფინანსო აკადემია შეიქმნება. ახალი დაწესებულება, როგორც აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ასევე მთლიანად დასავლეთ საქართველოში დაინტერესებულ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციას ადამიანური რესურსების მართვის გაძლიერებაში დაეხმარება. აკადემიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას წარჩინებული
სტუდენტებიც შეძლებენ. დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ. 
შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა,რომ კურორტ გოდერძის განვითარების პროექტში,რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან და კურორტზე მათი საგანმანათლებლო ვიზიტი დაიგეგმება. 
მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, მინისტრისგან ინფორმაცია მიიღეს. რამაზ ბოლქვაძის სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულ სახეს მიიღებს.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები