აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

12 აპრილი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების პროექტთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გაიმართა. რამაზ ბოლქვაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული მხარეებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა რეზო გიგილაშვილმა მინისტრს პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრზე სპეციალური პრეზენტაცია ნაპირგამაგრების პროექტის ავტორი იტალიური კომპანია „ტექნიტალის“ წარმომადგენელმა გამართა. 
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით მაკარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინდივიდუალური კონსულტანტი ნაპირგდაცვის პროექტებში ვლადიმერ შეპსისი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ნაპირგამაგრების პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ჰოლანდიური კომპანია “სტრუიკი“ ახორციელებს. დაზიანებული ბულვარის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდება, რის შემდეგაც ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები დაიწყება.
სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები აზიის განვითარების დაფინანსებით ხორციელდება. საერთო თანხა დაახლოებით 38 მლნ ლარია. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. სამუშაოებს კომპანია "STRUIJK" ახორციელებს. პროექტის მიზანია აეროპორტისა და სოფელ ადლიას მონაკვეთზე ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და მისი აღდგენა/გაფართოება. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყობა და სანაპიროს აღდგენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით განხორციელდება. ტერიტორიაზე 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, რომლის სიგრძე 20 მეტრი, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი იქნება. დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი. პროექტის ფარგლებში ასევე იქ არსებული ნაშალი მასალის გამოკვლევის სამუშაოები ჩატარდება. პროექტით ქვიშა-ხრეშის რეცირკულაცია მოხდება,რაც ჩრდილოეთ სანაპიროდან სამხრეთში ქვიშა-ხრეშის გადატანას გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოები სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს.

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები