აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უკრაინულ მედიაში ვრცელი მასალები გამოქვეყნდება

12 აპრილი, 2017


აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები ეცნობიან. პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენელთა 10 კაციანი ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს. მედიატურის მონაწილეებმა ტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან დაიწყეს, სადაც მათ რეგიონში განვითარებული ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.

ჟურნალისტები და ბლოგერები აჭარას 3 დღით სტუმრობენ. ისინი დღეს, ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ. ხვალიდან, კი მათ შესაძლებლობა ექნებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე  და მაღალმთიანი აჭარა დაათვალიერონ. მედიატურის მონაწილეები აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და ტელესიუჟეტებს მოამზადებენ.

„უკრაინაში პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლები რეგიონის შესახებ საინტერესო სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. მედიატურით ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისეთი პოპულარული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი როგორიცაა 1+1, ვიდეო ბლოგერები და რეიტიგნული ინტერნეტპორტალების ჟურნალისტები. აქტიური ტურისტული სეზონის დაწყების წინ გამოქვეყნებული მასალებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ იმოგზაურონ და დაისვენონ აჭარაში,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მიხეილ კოპლატაძემ. 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები