აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს შეხვდა

13 აპრილი, 2017

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი რაიან კოენიგი სტუმრობდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს მინისტრმა - ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული სოციალური მდგომარეობა და ამ კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები.

„ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორი და სტრატებიული ქვეყნის მხარდაჭერა და მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის მოსახლეობის საჭირობებზე მორგებულ 23 პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად ეკომიგრაცია რჩება. მიმდინარე წელს, თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი შევუძინეთ 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გასულ წელს კი 96-ს. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც ეწევა“-აღნიშნა ზაალ მიქელაძემ სოციალურ პროექტებზე საუბრისას.

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, ვიზიტით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მესამე დღეა იმყოფება. რაიან კოენიგმა შეხვედრა გამართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, ის ასევე იმყოფებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში.

„ჩემი ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ამ რეგიონისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანადგომის დასტურია. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აჭარაში სხვადსხვა პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა - წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტი, რომელიც ჯანდაცვის ობიექტებს მოიცავს. ჩვენი თანაშრომლობა გრძელდება, წელს, საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება და ვგეგმავთ, ეს თარიღი თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღვნიშნოთ“-განაცხადა აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერმა.

 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები