აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარაში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 33 ოჯახს 750 000 ლარი გამოეყოფა

13 აპრილი, 2017

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის 12 აპრილის სხდომაზე იქნა მიღებული.

კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც გამოიყოფა 750 000 ლარი კერძოდ:

-         ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25,000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით.

-         გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისათვის სოფელ ახლაშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15,000 ლარი.

-         ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის  დახმარების მიზნით გამოიყოფა 35,000 ლარი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა,  დააწესოს მკაცრი კონტროლი  სოფ. ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებული იქნა სოფ. თხილვანის მოსახლეობა რომ ადგილზე მათი ცხოვრება შეიცავს ყოველდღიურ საფრთხეს და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდებ  შეთავაზებული იქნა ქირის თანხები ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით.

მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 500,913 ლარი.  

 


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები