აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა 2017 წლის პროგრამები ქედის მოსახლებას გააცნო

13 აპრილი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლაშა კომახიძე ქედის მოსახლეობას მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნობს. შეხვედრას ასევე დაეწსრება აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის კომისიის წევრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას. აღნიშნული ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა. აღნიშნული ქვეპროგრამისთვის ბიუჯეტიდან 2 644540 ლარია გათვალიწინებული.

ქედის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს  მაღალეფექტური მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშერწყობის პროგრამით.  თანადაფინანსების პრინციპით   76.8 ჰა-ზე კაკლის ბაღების წარმატებით გაშენების მიზნით რეგიონის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს უკვე მიეწოდათ 25 344  ძირი კაკლის ნერგი.  აქედან ქედაში 24 ფერმერზე გაიცა 2680 ძირი, რომელიც გაშენდა 8.12 ჰექტარზე.

            ქედის მცხოვრებ ფერმერებს ასევე საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კარტოფილისა და ნიორის სარგავი მასალის პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერებს A კლასის ჰოლანდიური კარტოფილის სარგავის მასალის გარდა გადაეცემათ სასუქი და ჰერბიციდები.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თანადაფინანსების პრონციპით 101.5 ტ. - კარტოფილის სარგავი მასალის, 48 ტ. - ნიორის სარგავი მასალის, 15.250 ტ. - მინერალური სასუქის, 18.3 ტ. – NPK-ს, 197.5 ტ. ორგანული სასუქის, 256 ლ. ჰერბიციდის დარიგება.

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტებში დარიგებულია  40 ტ კარტოფილის სარგავი მასალა.

 


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები