აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სახალვაშოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

13 აპრილი, 2017

დღეს, სახალვაშოს საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამებტის უფროსი ჯემალ სურამინიძე.

პროექტის ფარგლებში რეაბილტიაცია ჩაუტარდება არსებულ სახურავს, ფასადსა და დაწყებითი სკოლას, ასევე, მოეწყობა სასადილო. წელს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით განახორციელებს 32 ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც გათვალისწინებულია სულ 6 მილიონ ლარზე მეტი, რომელთა ნაწილზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, ნაწილზე გამოცხადებულია ტენდერები, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევა ხდება სკოლის შენობის მდგომარერეობის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა სამინისტროს მიერ ტენდერით შერჩეულმა დამოუკიდებელმა კომპანიამ. შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს პირველ ეტაპზე პროექტის შესყიდვას, რის შემდეგაც განისაზღვრება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებები და ამის შემდეგ ხდება სამინისტროს მიზნობრივ პროგრამაში გათვალისწინება, რის შემდეგაც სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პროცედურს შესაბამისად ხდება ტენდერის გამოცხადება.

მირიან ქათამაძის განმარტებით სამინისტროს მიზანია უახლოეს 3 წელიწადში დასრულდეს ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. სამინისტროს პრიორიტეტია რეაბილტიაციის დროს გათვალისწინებული იქნას ყველა კომპონენტი, კერძოდ, სასწავლო ოთახები, სპორტ დარბაზი, სასადილო, სააქტო დარბაზი, რათა რეაბილიტაცია- მშენებლობა არ გულისხმობდეს მხოლოდ ფასადურ ან საკლასო ოთახების მოწესრიგებას. სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის კეთილმოწყობას ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები