აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დედაენის დღე აღინიშნა

14 აპრილი, 2017

ბათუმში დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და საზოგადო მოღვაწის ძეგლი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა სულიკო თებიძემ და მირიან ქათამაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ჩავლეშვილმა, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.


„ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ეს იყო ისტორიული და სამაგალითო დღეები ქართველი ხალხის ერთად დგომისა და ბრძოლისა, მით უფრო, რომ ეს ბრძოლა მიმართული იყო უმნიშვნელოვანესი იდეის - სახელმწიფო ენის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. ჩვენ არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, სათანადოდ დავაფასოთ და გვიყვარდეს იგი” - სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობისა და სახელმწიფოებრიობის შეაახებ პერფომანსი წარმოადგინეს. 


დღესვე, სკოლის მოსწავლეები თეთრი მაისურებით შეუერთდნენ აქციას - "დაიცავი დედა ენა! არა ბარბარიზმს!". აქციის მიზანს ქართული ენის თვითმყოფადობის დაცვა და გაფრთხილება წარმოადგენს. დედაენის დღეს პატივი მიაგეს და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის საჯარო სკოლის, ბათუმის #2, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლისა და კერძო სკოლის „ იბერია“ მოსწავლეებმა. 
დედაენის კვირეულის ფარგლებში რეგიონის სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები