აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

18 აპრილი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე AITF 2017 წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა. საქართველოს სტენდი გამოფენაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.

ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 22 ქვეყნის 272 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებს შეთავაზებებს ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა ტიპის ტურისტული კომპანიები სთავაზობდნენ. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აზერბაიჯანში აჭარის რეკლემირებას უზრუნველყოფენ. მაისის პირველ ნახევარში აჭარას ზერბაიჯანში წამყვანი მედია საშუალებების ჯურნალისტები და ბლოგერები ეწვევიან, რომლებიც რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ.

ტურისტების რაოდენობის მხრივ აზერბაიჯანი რეგიონში მე-5 ადგილზეა. გასულ წელს, აჭარას 31 326 აზერბაიჯანელი ტურისტი სტუმრობდა. 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები