აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრი სალიბაურის პჯდ ცენტრის საქმიანობას გაეცნო

18 აპრილი, 2017

აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე პირველ მოადგილესთან - ლელა სურმანიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ცენტრი 1500 პაციენტს ემსახურება, ასევე ახორციელებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას.

აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) - 43 სოფლის ექიმზე ხელფასზე დანამატის სახით გასცემს - 300 ლარს, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების 64 სოფლის ექიმზე - 150 ლარს. 2017 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს - 270,000 ლარს. გასულ წელს, ამავე პროგრამის ფარგლებში 107 სოფლის ექიმზე გაიცა - 265,422 ლარი, სამედიცინო მომსახურება გაეწია 137 104 პაციენტს.

სამინისტრო, ასევე ახორციელებს - სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, 2014 წელს სამინისტრომ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, 21 ავტომანქანა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების პირველად ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა. 2016 წელს უწყების მიერ შეძენილ იქნა 9 ავტომანქნა, რომელიც გადაეცა ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს. ავტომანქანების შეძენა მიმდინარე წელსაც იგეგმება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები