აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

18 აპრილი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილეებთან რაულ ბერიძესთან და ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კირნათი-ჩხუტუნეთის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანს აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიაწოდა. სამუშაოები დეპარტამენტის ქვეპროგრამის -"საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიება ითვალისწინებს დაზიანებული 1200 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები