აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტრომ საჯარო ლექციების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა

19 აპრილი, 2017


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი საჯარო ლექციების ორგანიზება:  

 

       1.ბრიგიტა ბარბარა ჟანი-პროფესორი (ნეირორეაბიტოლოგი); საჯარო ლექცია თემაზე: აჭარის რეგიონში ნეირორეაბილიტაციის სერვისების განვითარების ხელშეწყობა; 

       2.გურამ დოჩანაშვილი -  ქართველი კლასიკოსი მწერალი; საჯარო ლექცია თემაზე: გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება - საუბარი ლიტერატურაზე; 

       3.თინათინ მარგალიტაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი;

       საჯარო ლექციათა ციკლი თემებზე:  თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესები და მშობლიური და უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია; სიტყვის მნიშვნელობა და მისი სწავლებისა და კვლევის მეთოდები;  

       4.რატი აბულაძე - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;საჯარო ლექცია თემაზე: ელექტრონული მმართველობის როლი რეგიონის განვითარებაში: ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული ბიზნესი;

        5.ნოდარ ლადარია  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,  აღმოსავლურ - საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი; საჯარო ლექცია თემაზე: „სიყვარულის სოციალური განზომილება, როგორც ევროპული პოეზიის საწყისი“;

        6.თამარ ცოფურაშვილი   - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; საჯარო ლექცია თემაზე: სამოქალაქო თავისუფლების  ასპექტისათვის.

 

2017 წლის 18 აპრლს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლები საჯარო ლექციების ორგანიზების მიზნით გამოცხადდა ტენდე. ტენდერის პირობების გასაცნობად გადადით ლინკზე: www,spa.ge  სატენდერო განაცხადის ნომერია  NAT 170004239.  წინადადებების მიღება  იწყება   24.04.2017    00:00  სთ.   და მთავრდება 26.04.2017  12:00  სთ.   შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა  9200 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები