აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ინგა შამილიშვილი მკლავჭიდში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

19 აპრილი, 2017

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები მირიან ქათამაძე და ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე აჭარის რეგიონიდან მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდნენ.

2017 წლის 10-11 აპრილს ქალაქ თბილისში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მკლავჭიდის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 400 სპორტსმენი მონაწილეობდა. აჭარის რეგიონიდან მონაწილეობდა 26 სპორტსმენი, მათ შორის იყვნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები. აჭარის ნაკრებმა გუნდმა შეჯიბრებაზე მოიპოვა 10 - I ადგილი, 9 - II და 9 – III ადგილი, როგორც მარჯვენა, ასევე,მარცხენა მკლავში. გამარჯვებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს აჭარის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ. 

განსაკუთრებით სასახიარულოა 70 კგ (14 წელი) კატეგორიაში გოგონებში წელს პირველად მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონი  გახდა მარიამ ნოდია, ხოლო საპრიზო ადგილი მოიპოვა ქეთევან შავიშვილმა. გამარჯვებულები 14-21 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცეში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. 

აჭარის რეგიონალურ ფედერაციაში ირიცხება და ვარჯიშობს 100- ზე მეტი სპორტსმენი, ფედარაციის პრეზიდენტია გოჩა შავაძე, უფროსი მწვრთნელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი - თემურ ლიპარტაშვილი.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები