აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში სააღდგომო ფესტივალი გაიმართა

20 აპრილი, 2017

დღეს, ბათუმის ბულვარში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა. სადღესასწაულო ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე და მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ. საქველმოქმედო ფესტივალი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა და მას ბათუმში სტუმრად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები, თემატურად დატვირთული კანაპეები და სადღესასწაულო პროდუქცია. მოწყობილი იყო საგამოფენო კუთხეები სააღდგომო ნახატებით და ხელნაკეთი ნივთებით. მოეწყო გამოფენა, გაყიდვა და დეგუსტაცია. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე ასევე გაიმართა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობა ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიების აღსაზრდელებმა მიიღეს.

ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება. სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალს ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები