აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დედამიწის დღე აღინიშნა

21 აპრილი, 2017

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა რეგიონში არსებული სკვერები, ბაღები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო რეგიონის მასშტაბით 229 საჯარო სკოლის მოსწავლემ, აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ბათუმის, ასევე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

დღეს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუერთდა და სკოლის მიმდებარე სკვერი დაასუფთავა.

დედამიწის დღე 1970 წლიდან აღნიშნება. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 175 ქვეყნის ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები