აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

21 აპრილი, 2017

ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებარე დაწესებულება ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაციის წევრებმა  და ამავე რეგიონის კლინიკების წარმომადგენლებმა მოინახულეს. დელეგაციის წევრთა ინტერესს სამედიცინო დაწესებულების მომავალი საქმიანობა, ახალი მიმართულებების დანერგვა, აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება წარმოადგენდა. მათ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა მიაწოდეს.

2016 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფისის ორგანიზებით განხორციელდა . ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ხუთი ექიმისა და ორი მედდის . მილიჩის საავადმყოფოში სამედიცინო სტაჟირების გავლა. გასულ წელს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექვსი წამყვანი ექიმი  კვალიფიკაციის ასამაღლებელად ისრაელში იმყოფებოდა.

რაც შეეხება კლინიკის ახალი შენობის მშენებლობას, მრავალპროფილური საავადმყოფო გავლილია 170 საწოლზე, ის აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. კლინიკა პაციენტებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები