აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ვიზიტი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში

21 აპრილი, 2017

აჭარაში ქვემო სილეზიის სამთავრობო დელეგაციის ვიზტი გრძელდება. ვიზტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ. გაეცნენ კლინიკისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები სერვისებსა და ცალკე მიმართულებებს, დაათვალიერეს ლაბორატორიები და სამედიცინო აღჭურვილობა, მოეწყო პრეზენტაციები.

„ქვემო სილეზია ევროპულ ქვეყნებს შორის სამედიცინო მიმართულებებით ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია. აქ განსაკუთრებით განვითარებულია ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, ტრავმატოლოგია, ასევე წარმატებით ხორციელდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. ამიტომ, ჩვენ გვინდა გავაცნოთ რეგიონის სამედიცინო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რათა მათგან მივიღოთ რეგომენდაციები შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვისათვის“ - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები