აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

22 აპრილი დედამიწის დღე

21 აპრილი, 2017

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ სატყეო სააგენტომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე ღონისძიებას. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში მოსწავლე ახლგაზრდობის სასახლის კლუბ ,,ცისნამის’’ აღსაზრდელებს ლექცია-სემინარი ჩაუტარა სატყეო სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა რუსლან დავითაძემ თემაზე - აჭარის ტყის მრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა რეგიონის ეკოსისტემისთვის. პრეზენტირებული თემის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დღესვე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ტყის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე ახლგაზრდობის სასახლის კლუბ ,,ცისნამის’’ აღსაზრდელებმა. ხელვაჩაურში სატყეოს ტერიტორიაზე დაირგო 200 ძირი ფიჭვის ნერგი. ღონისძიების მიზანია, გავზარდოთ გარემოსდაცვითი ცნობიერება მოზარდებში. მწვანე გარემო ეს არის _ ბევრი ჟანგბადი, სუფთა წყალი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციამ 1970 წლის 22 აპრილს აშშ-ში მოაწყო ერთჯერადი აქცია ,,დედამიწის დღე“, აქციის წარმატებამ ორგანიზატორებს მისცა სტიმული ეს დღე გამოეცხადებინათ საერთაშორსოდ და 1972 წლიდან სტოკჰოლმში ჩატარებული კონფერენციის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება, საქართველოში კი 1990 წლიდან.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები