აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბელგიის დელეგაცია აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნო

26 აპრილი, 2017

აჭარას ბელგიიდან დელეგაცია სტუმრობს. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი სტუმრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო. დელეგაციის წარმომადგენლები რეგიონის შესახებ საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ. სპეცალური პრეზენტაციით სტუმრებმა აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე,საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიიღეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ინფორმაცია მიაწოდეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან მიშელ იანოვსკი პროექტის "Wallonie Belgique Tourisme" მენეჯერი, კეტრინ სეი - ,,Lakes of Eau d'Heure’’-ის კომერციული დირექტორი, ანნა კოპინი - ,,Lakes of Eaud'Heure’’-ის კომუნიკაციისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი. 
დელეგაციის სტუმრობის მიზანი აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესწავლაა.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. ისინი ასევე სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ეწვევიან და განხორციელებულ და მიმდინარე ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობიან. დელეგაცია აჭარას 29 აპრილს დატოვებს.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები