აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

27 აპრილი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების ჭარნალის ხიდი-ჭარნალი კმ1+100, მახო-დავითაძეები კმ0+600, მახოს გზა-სიმონეთი კმ0+700-კმ1+300, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციხისძირი-ჯაიანების გორი კმ0+500 მონაკვეთებზე საყრდენი კედლების მოწყობის დასრულებული პროექტები  დაათვალიერა. ამ მიმართულებებზე სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებდნენ და მათ განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო  78 522  ლარი. არჩილ ჩიქოვანს აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურისა და ქობულეთის  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. აღნიშნული სამუშაოებით გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი. პროექტი ზედა და ქვედა საყრდენი კედლების გამყარებას ითვალისწინებს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები