აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

დასუფთავების აქცია

29 აპრილი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აგრძელებს ღონისძიებებს ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიის -  დედამიწის დღის აღსანიშნავად.

ამ აქტივობათა ფარგლებში  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია  მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-ს მიერ დაიგეგმა დასუფთავების მასშტაბური აქცია, რომელიც დღეს  29 აპრილს ბათუმის ბულვარის მიმდებად ჩატარდა.

 ღონისძიებაში  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტები. საერთო  ჩართულობით დასუფთავდა ზღვის სანაპირო ზოლი ძველი და ახალი ბულვარის გასწვრივ. დასუფთავების აქციის მიზანი იყო  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები