აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

376 ოჯახს ახალ სახლში ბინა საკუთრებაში გადაეცემა

28 აპრილი, 2017

ბათუმში, ტაბიძის ქუჩა 7/9-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“- ს,რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გადასცა. 
სამშენებლო სამუშაოებს ამ ეტაპზე „ გ2 ბილდინგი“ აწარმოებს. ორი საცხოვრებელი ბინა 16-16 სართულიანი იქნება. ამ ეტაპზე 6-6 სართული უკვე აშენებულია.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეცნენ.

საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. სახლის მშენებლობა ასევე შპს "აჭარისწყალი ჯორჯიამ" 1775 960 ლარით დააფინანსა. 
მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის ზაფხულზე დასრულდება.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები