აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

დღეს ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილეა

05 მაისი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მინისტრებთან ერთად, დღეს პოეტ ზურაბ გორგილაძის საფლავი ყვავილებით შეამკო. ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრები იმყოფებოდნენ. მათ ზურაბ გორგილაძის შემოქმედება გაიხსენეს. პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა სერგიმ და მამა ანდრიამ აღავლინეს. დღესვე, ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელ გორგაძეებში მდებარე მამისეულ სახლში პოეტის სახლმუზეუმი გაიხსნება, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში კი პოეტის მემორიალი დაიდგმება, რომლის გარშემოც მისი სახელობის სკვერი მოეწყობა. დღის ბოლოს კი ხალას კულტურის სახლში ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები