აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

2018-2021 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა

05 მაისი, 2017

დღეს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის  ‎2018-2021 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვას აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რატი მეგრელიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ედნარ ბოლქვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე და საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლები,  არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები - არჩილ ხახუტაიშვილი და ტიტე აროშიძე ესწრებოდნენ. პროგრამების შესახებ პრეზენტაცია დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გამართა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ბიუჯეტი მომავალი 4 წლის პროგნოზით მზარდია და 2018 წლისთვის 50 მილიონს გადააჭარბებს. მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება გაიზრდება,რაც ასფალტობეტონის საფარის,ახალი ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი გაბიონების, სამელიორაციო სისტემების, ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. არჩილ ჩიქოვანმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები