აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები

06 მაისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მოადგილე რაულ ბერიძე „მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები“ თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ქ.თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში დიდიე ლერუა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმები არსებული რეგულაციები შესაბამისად. სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნა ინოვაციური ხედვები და სამომავლო პერსპექტივები სამშენებლო სფეროში.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები