აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურები დაიწყო

09 მაისი, 2017

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ინფოტურებს იწყებს. პირველი ტურის ფარგლებში რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა  ქედის ახალი ტურისტული მარშრუტი - გობრონეთის ტური გაიარეს.

ინფოტურის მონაწილეება  მარშრუტზე არსებული  ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გობრონეთში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს. ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საოჯახო სახლების სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის პირობებს.

ქედაში, გობრონეთის მარშრუტი იმ ტურისტულ მარშრუტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს სთავაზობს. მიმდინარე წელს, სააგენტო დამატებით ოთხი ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარებაზე მუშაობს. რაც შეეხება ინფოტურებს, წლის ბოლომდე მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 15-მდე ინფოტურის ორგანიზება იგეგმება. შემდეგი ინფოტური 11 მაისს, მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ჩატარდება. 


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები