აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია ტურიზმის დეპარტამენტში

10 მაისი, 2017

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს სილეზიის სავოევოდოს დელაგაცია გაეცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს რეგიონში განვითარებული ტურისტული პროდუქტების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და აჭარაში მყოფი ტურისტების სტატისტიკის შესახებ.

შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს დელეგაციის წევრებისგან ტურიზმის ცალკეული მიმართულების განვითარების შესახებ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალი, ხაზინადარი, მარშალის ოფისის ეკონომიკის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სხვა წევრები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სილეეზის სავოევოდოსთან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2015 წელს, პოლონელმა ექსპერტებმა სასტუმროების კატეგორიზაციისა და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭების მიმართულებით ტრენინგები ჩაატარეს ბათუმში. სწორედ, პოლონური გამოცდილების გათვალისწინებით დაიწყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და გიდებისთვის. აღნიშნული პროექტი  თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას სექტორისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები